რეზონანსი
30.03.2020

ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსისსიმპტომებით 45 წლის ქალი გადმოიყვანეს. შუახნის ქალი სოფელ საბერიოს მკვიდრია, ის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 45 ქალბატონი საქართველოში ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტიდან გადმოიყვანეს, სადაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები დახვდნენ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ქალის საქართველოს კონტროლირებად ტერიოტორიაზე მკურნალობას დათანახმდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×