რეზონანსი
29.03.2020

თუ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა დადასტურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ათასი დაინფიცირებულიდან, შესაძლოა, მხოლოდ ერთ ადამიანს დასჭირდეს სპეციალური მკურნალობა, ყველა დანარჩენს კი შეიძლება ჰქონდეს სუსტად გამოტახული სიმპტომი, ან სიმპტომი არ ჰქონდეს საერთოდ. - ამბობს პროფესორი, ეპიდემიოლოგი საიდ გუპტა, რომელიც ხელმძღვანელობა ზემოთ აღნიშნულ კვლევას.

ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფის მოსაზრებას არ ეთანხმება მეცნიერთა ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ კორონავირუსის განვითარების ეს კონკრეტული სცენარი ეყრდნობა, ზოგად წარმოდგენას ვირუსის ბუნებაზე, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩინეთიდან ვირუსის ასეთი გავრცელება, წინააღმდეგობაში მოდის ვირუსის ზოგად ბუნებასთან.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები თვლიან, რომ კორონავირუსმა დიდ ბრიტანეთში შემოაღწია არაუგვიანეს იანვრის შუა რიცხვებამდე და შესაძლოა, დეკემბერშიც კი. ვირუსი შეუმჩნევლად ვრცელდებოდა მთელი ერთი თვის, ან მეტის მანძილზე, სანამ, პირველი ოფიციალური შემთხვევა იქნებოდა დაფიქსირებული თებერვლის ბოლოს და ეპიდემია დაიწყებდა ზრდას გეომეტრიული პროგრესით.

პროფესორი საიდი თვლის, რომ ახლა საჭიროა სასწრაფოდ იქნეს დაწყებული ფართომაშტაბიანი სეროლოგიური გამოკვლევა და ტესტირება ანტისხეულებზე, რათა დადგინდეს, ეპიდემიის რა სტადიაზე იმყოფება სინამდვილეში ქვეყანა.

მიუხედავად კვლევის შედეგებისა, პროფესორი არ აკრიტიკებს მთავრობას, რომელმაც ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა, რადგან ოქსფორდის კვლევის სიზუსტე ჯერ დასადგენია და მაშინაც კი, თუ ეს კვლევა დადასტურდება, სოციალური დისტანცირება შეამცირებს კორონავირუსით მძიმედ დაავადებულთა რიცხვს და ასევე შეამცირებს ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლას ეპიდემიის პიკის დროს.

ახალი კვლევის შედეგად, ვირუსი უკან დაიხევს მაშინ, როდესაც, მას გადაიტანს ადამიანთა დიდი ნაწილი და უკვე ექნებათ მის მიმართ მყარი იმუნიტეტი. ინგლისმა ვირუსთან ბრძოლის თავის პოლიტიკაზე - კონტროლირებად გავრცელებაზე - მას შემდეგ თქვა უარი, რაც მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კონტროილირებადი გავრცელება ჩაძირავს ნაციონალურ ჯანდაცვის სისტემას, იმდენად ბევრი იქნება კრიტიკულად მძიმე პაციენტი.

 

წყარო: “ალია“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×