რეზონანსი
29.03.2020

მოსკოვში თვითიზოლაციის წესებს ამკაცრებენ. ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქი მერის, სერგეი სობიანინის განცხადებაზე დაყრდნობით, რუსული მედია იუწყება. როგორც ცნობილია, 30 მარტიდან თვითიზოლაცია შეეხება მოსკოვში მცხოვრებ ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა.

საცხოვრებლის დატოვება მოსკოველებს მხოლოდ სამედიცინო დახმარების, ცალკეულ შემთხვევებში სამსახურში წასვლის, უახლოეს მაღაზიაში სურსათის ყიდვის, შინაური ცხოველის გასეირნების ან ნაგვის გადაყრის დროს შეეძლებათ.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 1 534 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია რვა ადამიანი. ვირუსისგან განკურნება ამ დრომდე 64-მა ადამიანმა შეძლო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×