რეზონანსი
29.03.2020

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარს 80 წლამდე ქალი ემსხვერპლა. სოფელ შილდაში მცხოვრები ხანდაზმული ქალი შემთხვევის დროს მარტო იმყოფება და სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

ყვარლის მერის ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაჩნდა, რა დროსაც ქალს ეძინა.

"80 წლამდე ქალი,სახლში მარტო ცხოვრობდა.როგორც ვიცით, შეშის ღუმელი აანთო და დაიძინა.სავარაუდოდ, აალება გამოიწვია ღუმელმა და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, მაგრამ სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა",-განაცხადა მან.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურები და პოლიციაა მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ.

“ინტერპრესნიუსი“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×