რეზონანსი
29.03.2020

მსოფლიოში „კოვიდ 19"-სგან 145 706 ადამიანი განიკურნა. ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით დღემდე ახალი ტიპის კორონავირუსი 685 623 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსს 32 137 ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიოში დაინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელი აშშ-შია, სადაც ვირუსი 125 313 ადამიანს დაუდასტურდა. დაინფიცირებულების რაოდენობით მეორე ადგილზე იტალიაა - 92 472 დადასტურებული შემთხვევა. კორონავირუსს ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ იტალიაში ემსხვერპლა. იტალიაში ვირუსით 10 023 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის რაოდენობით მეორე ადგილზე ესპანეთია, 6 528 დაღუპულით. ესპანეთში „კოვიდ 19" 78 797 ადამიანს დაუდასტურდა.

მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ვირუსისგან 75 582 ადამიანი განიკურნა, ვირუსი კი 82 122 ადმიანს დაუდასტურდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×