რეზონანსი
29.03.2020

კორონავირუსის საფრთხე და საეკლესიო რიტუალები - ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა, ქადაგებისაც იმ ვითარებაზე ისაუბრა, რაც ინფექციის გამო შეიქმნა.

მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ახლა ყველანი ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვართ, სახელმწიფოც, ეკლესიაც და ნებისმიერი მცხოვრებელია.

მისი თქმით, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს თვითშეგნება, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

"მე მგონია, რომ სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს ის სასულიერო პირი, რომელიც, თუნდაც დღევანდელ პირობებში ჩათვლის რომ არ უნდა მიხვიდე ეკლესიაში... ის რომ მაინც და მაინც ეკლესიაზე არის საუბარი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, მსოფლიოს რომელი ძალებისგანაც, ჩვენს ქვეყანაში, რომელი პარტიებიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მაინც დამარცხდებიან ღვთის წინაშე. თუ რამის ძალა აქვთ, თუ მაგათ სიტყვას ფასი აქვს, კორონავირუსს უთხრან რომ წავიდეს, გაშორდეს კაცობრიობას" - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×