რეზონანსი
29.03.2020

სტატისტიკა ყალბდება შეგნებულად არასწორად გაკეთებული პროტოკოლის მეშვეობით, რომელიც ამათმა მიიღეს, - ამის შესახებ „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ ვართ ფაქტიურად დაუსახლებელი კუნძულის სტატისტიკაში, რაც აწყობს ეპიდემიოლოგებს და ასევე წინასაარჩევნოდ მთავრობას. შეხედე ჩვენნაირი სტატისტიკა ვისაც აქვს, ტოტალიტარული ქვეყნები, რომლებიც ყოველთვის მალავენ სტატისტიკას. ამ ქვეყნებთან ერთ ჯგუფში ყოფნას, ისევ უარესი სტატისტიკა ჯობია.

ქვეყანაში დაავადებული მინიმუმ ორჯერ მეტია. სტატისტიკა ყალბდება შეგნებულად არასწორად გაკეთებული პროტოკოლის მეშვეობით, რომელიც ამათმა მიიღეს. „მთავარ აქცენტებში" ამ სიტყვების ავტორი, ოქროს ტვინიანი ექიმი, პროფესორი. სახელი და გვარი წინასწარ არ იქნება. უყურეთ გადაცემას", - წერს ნიკა გვარამია.

პრაიმტაიმი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×