რეზონანსი
29.03.2020

 3

ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია, პირველის მდგომარეობა უკეთესია, ხოლო დანარჩენი ორის - სტაბილურად მძიმე, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ტურძელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტია, რომელთაგან 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ამჟამად ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 69 პაციენტი, აქედან არის 15 დადასტურებული. 15-დან 2 არის რეანიმაციაში, აპარატულ სუნთქვაზე, მათი მგდომარეობა არის სტაბილურად მძიმე, თუმცა ვიტალური ფუნქციები შენარჩუნებული აქვს და იმედი გვაქვს, მათი გამოჯანმრთელების",- განაცხადა ტურძელაძემ.

მისივე თქმით, მის კლინიკაში მყოფ ინფიცირებულთაგან 3 პაციენტის მდგომარეობა კარგია და მათ ჩივილები აღარ აქვთ.

„3 პაციენტის მდგომარეობა არის კარგი, მათ ჩივილი აღარ აქვთ, ტემპერატურა არ აღენიშნებათ, მოსმენით ფილტვებში პნევმონია აღარ აქვთ, სუნთქვის უკმარისობაც მოეხსნათ, ანუ, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ გავუკეთოთ ტესტი", - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×