რეზონანსი
29.03.2020

ბოდბის დედათა მონასტერში, წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ესწრება. ილია მეორე და მეუფე იაკობი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვას აღავლენენ.

მსახურება რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს და მრევლი ლოცვას, მონასტრის მიმდებარედ დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენს. დაცულია დისტანციაც.

პროტოკოლის მიხედვით ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებიან.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×