რეზონანსი
29.03.2020

იტალიის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მატეო სალვინი ევროკავშირს უმოქმედობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ იტალია როდესაც ჩიხშია შესული, ევროკავშირი მის დახმარებას არ ჩქარობს. ინფორმაციას electiondaynews.it ავრცელებს.

„სიგიჟეა, ევროკავშირი ამბობს, რომ 15 დღე სჭირდება, რათა გადაწყვიტოს, დაეხმაროს თუ არა იტალიას მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამო, ქვეყანაში ხალხი იხოცება, ხვალ კი, შესაძლოა, შიმშილით დაიხოცოს.

„ის ახლა გველების და ტურების ბუდეა, ჩვენ ჯერ ვირუსს დავამარცხებთ და მერე დავფიქრდებით და თუ საჭირო გახდა, დავემშვიდობებით ისე, რომ მადლობასაც არ ვეტყვით“, - აცხადებს მატეო სალვინი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×