რეზონანსი
29.03.2020

ენითაღუწერელი ტრაგედია დატრიალდა გურჯაანის სოფელ ვეჯინში. პოლიციამ 23 წლის ივანე ნოზაძე თავისი 3 თვის ჩვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის ბრალდებით დააკავა. აღსანიშნავია, რომ დანით თვითდაზიანება მუცლის არეში დაკავებულმაც მიიყენა. სამწუხაროდ, ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილი ახალგაზრდა ქალი და თავად ბრალდებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 წყვილი გურჯაანის სოფელ ვეჯინში სტუმრად იყვნენ ჩასულები, დანაშაულის მიზეზზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. ივანე ნოზაძე სოფელ კორბოულიდან იყო. მერის წარმომადგენელი ვახტანგ კაპანაძე ამბობს:

"23 წლის ივანე ნოზაძე კორბოულის შემავალ სოფელ ჩომახეთში დაიბადა და გაიზარდა. დედისერთაა. მამა 10 წლის გარდაცვლილია, მამას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და თავად ივანეც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პიროვნებაა. 4 წელი იქნება რაც სოფლიდან წავიდა და საჩხერეში, ნაქირავებში ცხოვრობდა. მანამდე მას ჰქონდა პრობლემები პოლიციასთან. როგორც ვიცი, პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, თანასოფლელზე, სრულწლოვან ადამიანზე ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი და ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული. თუმცა ციხეში არ გაუშვიათ. პირობითი მსჯავრი ჰქონდა. მერე წავიდა სოფლიდან და ერთი წლის წინ საჩხერეში დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. ბოლო დროს კი ხან მუშაობდა ხან არა.

სოფელში მეზობლებმა არაფერი იცოდნენ მომხდარზე. უკვე კარგა ხანია სოფელში არ ჩამოსულა. ფსიქიკური პრობლემა და გადახრები, ნამდვილად ჰქონდა.

თავად დაჭრილი ქალიც საჩხერელია, სოფელ ჩიხაში ცხოვრობს მისი ოჯახი. როგორც გვითხრეს, წყვილს ერთი შვილი ყავდა და ორივე დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. "არ ვიცით რა მოხდა. გოგო ჩვენი სოფლიდან არის. ცუხიშვილები არიან და მის მშობლებს კარგად ვიცნობ. გოგოს მშობლებიც დასუფთავების სამსახურში მუშაობდნენ. სოციალურად დაუცველი ოჯახია, თუმცა ძალიან კარგი, მშრომელი ხალხი. ყველანი საჩხერეში იყვნენ, იქ ჰქონდათ ბინა ნაქირავები. ძალიან მძიმე ფაქტია. ორი გოგო ჰყავთ, ერთი კახეთში იყო გათხოვილი და როგორც ჩანს, იქ სტუმრად ჩავიდნენ. შეძრული ვარ. სხვა ფერაფერს გეტყვით,"- აღნიშნა ცისანა მაკასარაშვილმა.

"კვირის პალიტრა"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×