რეზონანსი
28.03.2020

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,მოკლედ რაზე მეფიქრება იცით? სწრაფი ტესტი ხელმისაწვდომი, რომ იყოს ყველასთვის, ასეთი დასტრესილები ხომ არ ვიქნებოდით!

ეხლა პატარა სიცხე მაქ და სულ იმ აზრებში ვარ ნეტა კორონა ავიკიდე თუ უბრალოდ რაიმე სეზონური ვირუსია?! აი ტესტები, რომ იყიდებოდეს აფთიაქებში ხომ წავიდოდი, ვიყიდიდი და ან ისე იქნებოდა ან ასე! ეხლა ვზივარ და ვნერვიულობ ვაი და კორონა მჭირს და ვაი და თუ გადავდე ჩემს ოჯახის წევრებს?!

ჩემს ადგილას ხომ ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს?! იმასაც ხომ ეს განცდა დაეუფლებოდა?! ცხელ ხაზზე რომ დავრეკო მეტყვიან თვით იზოლაციაში ჩაჯექიო! და რა მერე?! ჩემისთანა ალბათ დღეში ათასობით რეკავს!

არ ვიცი მეგობრებო თქვენ რა აზრზე ხართ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ კატეგორიულად უნდა მოითხოვოს სწრაფი ტესტის როგორც მინიმუმ სააფთიაქო ქსელში ჩაშვება თან ისე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს!"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×