რეზონანსი
28.03.2020

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილმა ამბობს, რომ საჭიროა მოსახლეობის ინფორმირებულობა, რომ ვინც დაინფიცირდება, ყველა ვერ მოთავსდება სტაციონარში. აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ მაქსიმალურად შეძლოს, რომ საყოველთაო კარანტინი არ გახდეს აუცილებელი.

"უნდა დავიწყოთ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ვინც დაინფიცირდება, ყველა ვერ მოთავსდება სტაციონარში. დასაწყისში ამის ფუფუნება იყო. პრაქტიკულად პაციენტების უმრავლესობა, ვინც იწვა ჩვენს სტაციონარებში, უსიმპტომო იყო. მხოლოდ რამდენიმე პაციენტი იყო ისეთი, რომლებსაც სჭირდებოდათ ჰოსპიტალიზაცია. დანარჩენებს თავისუფლად შეეძლოთ ბინაზე დარჩენა, მაგრამ ეს იყო ეპიდემიის დასაწყისი.

ახლა კი უნდა გადავიდეთ იმ რელსებზე, რომ სტაციონარი შენახულ იქნას რეზერვში იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად დასჭირდებათ, რადგან, როგორც იცით, 80 პროცენტზე მეტ შემთხვევაში დაავადება ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს და არავითარი სტაციონარი არ სჭირდებათ", - განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში ინფექციონისტმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×