რეზონანსი
27.03.2020

იმ დროს როდესაც მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის სამხრეთ კორეაში და იაპონიაში დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა, 7,5-მილიონიან ქალაქში მხოლოდ 150 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. სწრაფად გავრცელდა ინფექცია მთელს ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა ჰონგ-კონგი ამ პანიკის პერიოდში სტაბილურობას ინარჩუნებდა. 

მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, როდესაც საზოგადოებამ ვირუსის წინააღმდეგ კარგად აპრობირებული და ყველაზე გამართლებული მეთოდები შეასუსტა. სახლიდან რამდენიმე კვირის მუშაობის შემდეგ, ჰონგ-კონგის 180 000 საჯარო მოხელეთა უმრავლესობა დაბრუნდა ოფისებში. ისევ დაიწყო ხალხმა ქუჩაში სიარული და ხალხმრავლობა აღარ მიაჩნდათ საშიშად. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა აქ არასდროს გამოცხადებულა და არც აკრძალულა სადმე გასვლა, რადგან ყველაფერი ნებაყოფლობითი იყო, როგორც სახლში დაჯდომა, ასევე იქედან გამოსვლაც. 

ასე დაიწყო ჰონგ-კონგმა ძველი ცხოვრების სტილის დაბრუნება. შედეგად კი ბოლო ერთ კვირაში დაავადებულთა რაოდენობა ქალაქში გაორმაგდა და დაიწყო ადგილობრივი გადაცემა. ინფექცია ასევე შეიტანეს მოქალაქეებმა, რომლებიც სასწავლებლად ან სამუშაოდ იყვენენ წასულები სხვა ქვეყნებში. ასვე დაინფიცირდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ჩინეთში კორონავირუსის აფეთქების ფონზე, თავის დასაცავათ ჰონგ-კონგი დატოვეს და სხვა კონტინენტზე გადაინაცვლეს, ახლა სამშობლოში დაბრუნებულები კი უკვე დაავადებულები არიან. 

ამიტომაც, დღევანდელი მდგომარეობით ყველას, მათ შორის არარეზიდენტებს ეკრძალებათ ტერიტორიის დატოვება და შემუშავებულია ახალი გეგმა, შეზღუდვები, რადგან მოულოდნელი დარტყმებისთვისაც მზად იყოს ქალაქი. მსგავს გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს მთელი მსოფლიო, რადგან აქ განხორციელებული ღონისძიებებით ხელმძღვანელობს შემდეგ ევროპა და ამერიკა. ასე გვკარნახობს ჰონგ-კონგი ცხოვრების სტილს და თავდაცვის საშუალებებსაც, ხოლო სახლში დარჩენა უფრო გრძელვადიანი იქნება, ვიდრე ალბათ ჩვენ წარმოგვიდგენია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×