რეზონანსი
27.03.2020

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ვირუსის პიკი სხვადასხვანაირი არსებობს.

მისი თქმით, ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ეს ფანტასტიკის სფეროა.

„ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ესეც ფანტასტიკის სფეროა. ჩემი აზრით ამას ვერ ავცდებით. პიკი სხვადასხვანაირი არსებობს, არის ძალიან მაღალი, 8 000-იანი მწვერვალები და არსებობს ძალიან დაბალი, გორაკები და ბორცვები. ჩვენი სურვილია, რომ პიკი მხოლოდ გორაკი და ბორცვი იყოს", - აცხადებს ზახაშვილი „ტვ პირველთან"

მისი თქმით, არსებობს რამდენიმე სცენარი, როგორ შეიძლება წავიდეს პროცესები.

„უფრო გავრცელებისთვისაც არსებობს რამდენიმე სცენარი, როგორ შეიძლება წავიდეს პროცესები. რეალურად ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, ერთი-ორი კვირის მანძილზე სწრაფი მატების ტენდენცია არ უნდა გვქონდეს, თუმცა შემთხვევათა რიცხვი რა თქმა უნდა გაიზრდება.

წინასწარ პროგნოზირება, რომ კონკრეტული ეს თარიღი იქნება პიკური და ამ კვირაში უნდა ვიყოთ მზად, ასე წინასწარ განსჯა არის არაკეთილსაიმედო საქმე.

ყოველი ახალი შემთხვევის გარშემო ვეძებოთ მისი ახლო კონტაქტები, მიდევნება და მეთვალყურეობა უნდა მოხდეს მათი და მხოლოდ ეს გზა მოგვცემ ჩვენ საშუალებას, რომ ცოტა ნელა-ნელა განვითარდეს დაავადების შემოტევის პროცესი", - დასძინა მან ტელევიზიასთან.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×