რეზონანსი
27.03.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 28 მარტს ღამის 00:00 საათიდან ამოქმედდება და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 20 აპრილის ღამის 00:00 საათამდე გაგრძელდება.

დღესვე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×