რეზონანსი
27.03.2020

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

„მართლაც, კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ადმინისტრაციაში. ეს მართალია და ყველა საჭირო სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებაა მიღებული, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება არ მოხდეს", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა დასძინა, რომ ინფიცირებულ პირს ვლადიმერ პუტინთან შეხება არ ჰქონია. მან ასევე აღიარა, რომ იგი ესწრებოდა წვეულებას, სადაც ლევ ლეშჩენკოც იმყოფებოდა, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.

„კი, ვიყავი, მარამ ლეშჩენკო არ მინახავს. ალბათ უკვე წასული იყო. ხელი არავისთვის ჩამომირთმევია და თან ეს ორი კვირის წინ იყო",-განაცხადა პესკოვმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×