რეზონანსი
27.03.2020

ვიცი, რომ ტესტებთან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვაა და ვიტყვი იმას, რომ კომპანია „ბიო ოსმა" არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, მან გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის გაყიდული იყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, თუმცა დღეის მდგომარეობით, ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ აქვთ.

„გარდა ამისა, მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას და ეს დაკვირვება მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული შემოწმების სისტემით და აქედან გამომდინარე ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვიდრებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის", - განაცადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×