რეზონანსი
27.03.2020

კვირის დასაწყისში საფრანგეთში ხუთ პატიმარს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამის შესახებ იტყობინებოდა გამოცემა Le Figaro.

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრომ არ დააკონკრეტა, რომელ ციხეებში არიან კორონავირუსით ინფიცირებული პატიმრები.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ციხეებში კორონავირუსით დაავადებული ორი ადამიანი იყო. პირველი იყო 74 წლის მამაკაცი, რომელიც გარდაიცვალა 16 მარტს, ხოლო მეორე იყო პატიმარი ციხიდან, რომელიც მონპელიეს მახლობლად მდებარე დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს.

საფრანგეთის ციხის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ცხრა თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი და დაახლოებით 230 პატიმარი მოთავსდა იზოლაციაში.

საფრანგეთის ციხეში მყოფი ქართველი პატიმარი იქ არსებული ვითარების ძშესახებ საუბრობს. (პატიმრის ვინაობასა და ციხეს, სადაც ის სასჯელს იხდის, გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ).

„თავდაპირველად ციხეში ვირუსი ექთნებმა შემოიტანეს და ფაქტობრივად, მთელ ციხეს მოედო. რაოდენობა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბევრი გადაიყვანეს იზოლაციაში. იქ, სადაც მე ვიხდი სასჯელს, არ იყო ვირუსის შემთხვევები, მაგრამ 2 დღის წინ ვირუსმა ჩვენთანაც შემოაღწია. ჩვენთან მომსახურე პერსონალს - საჭმლის დამრიგებელს ჰქონია ვირუსი და მისგან დაინფიცირდა ორი ადამიანი. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის წინ ორი ახალი ქართველი პატიმარი შემოიყვანეს ჩემს ციხეში. ერთი ახალი ჩამოსული ყოფილა საფრანგეთში, მეორე - უფრო დიდი ხნის ემიგრანტია. მათთან კონტაქტი ჯერ ვერ მოვახერხე, მაგრამ იმედია, რომ ორივე კარგადაა, ვირუსის საფრთხე არ ემუქრებათ და არც გარედან შემოსულან დაინფიცირებულები. ყველა ქართველზე შემტკივა გული", - ამბობს ქართველი პატიმარი „პრაიტაიმთან".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×