რეზონანსი
27.03.2020

ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა. კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების გვამიდან, ვირუსის გადადების რისკების შესამცირებლად შეიქმნა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებისა და #16 დანართის თანახმად:

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;

ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;

სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.

საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

გადადის თუ არა კორონავირუსი გვამთან შეხებით, ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხი, ამ ეტაპზე, არ არსებობს. ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, ამის რისკი მცირეა, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანა სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×