რეზონანსი
26.03.2020

დავიწყეთ მყისიერი რეაგირება და მივიღეთ გადაწყვეტილება სპეციალური ფართის დაქირავების შესახებ, სადაც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ. აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება უკვე მათი გადანაწილება სხვადასხვა დაწესებულებებში, - განაცხადა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო მიჰყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიიო ორგანიზაციის მიერ. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ყველა სერვისი მოერგოს იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ვირუსის საფრთხისგან და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ. როგორც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო, ვცდილობთ მოვიცვათ ყველა მოწყვლადი კატეგორია და მოვარგოთ სერვისები იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ვინაიდან ვერ ვახერხებთ სერვისების მიწოდებას რეგულარულ რეჟიმში, ყველა სერვისზე, ყველა მოწყვლად ჯგუფთან მიმდინარეობს მუშაობა და ამ სერვისების მათზე და არსებულ მდგომარეობაზე ადაპტირება. აქედან გამომდინარე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება სწორედ მათ ინტერესებს აზიანებს", - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×