რეზონანსი
26.03.2020

სომხეთში ახალი კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 72 წლის პაციენტია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული იყო და თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში ინფიცირებულია სულ 290 ადამიანი. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კი, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×