რეზონანსი
26.03.2020

საზოგადოება, რომელიც კორონავირუსის შიშით ისე ჩაიშარდავს, რომ მზადაა დაივიწყოს და ხელისუფლებას აპატიოს ყველა ჩადენილი საშინელება, ის კორონაზე საშინელი ვირუსითაა დაავადებული, - ამ შინაარსის პოსტს „ლეიბორისტუილი პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლა მე ყველამ მაპატიეთ, მაგრამ საზოგადოება, რომელიც კორონავირუსის შიშით ისე ჩაიშარდავს, რომ მზადაა დაივიწყოს და ხელისუფლებას აპატიოს ყველა ჩადენილი საშინელება, დაქცევა, მიტაცება, დათხრა, დარბევა, შიმშილი, სიღატაკე, სიცრუე, წაბილწვა, ის კორონაზე საშინელი ვირუსითაა დაავადებული და ვაი, რომ განუკურნებლად, სამუდამოდ.

ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივი გრიპით წელიწადში 650 ათასი ადამიანი კვდება.

ქრისტიანად თავი მოგვქონდეს და ვირუსით სიკვდილის შიშით მზად ვიყოთ მორალურ-ზნეობრივ კომპრომისებზე ნიშნავს, რომ არ ვართ ქრისტიანები, ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც ვკვდებით ყველა, რა მნიშველობა აქვს დიაგნოზს რა გვჭირს.

ხალხო-ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომი მოიგო და ბრიტანელებმა ერთ კვირაში გადაირჩიეს პრემიერობიდან ზამთარში გათბობა არ გვქონდაო.

ახლა რომ ვკითხულობ ოპოზიციუარად განწყობილი ადამიანების თუ თვით ოპოზიციონერთა ხელისუფლებისადმი შემრიგებლურ პოსტებს, თანდათან მიპყრობს შეგრძნება, რომ კიდევ მრავალი წელი დავრჩებით იმ ბოსელში, სადაც შეგვყარეს და როგორც სჩანს, დამსახურებულადაც", - წერს ნათელაშვილი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×