რეზონანსი
26.03.2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს და მის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

„რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, 14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. როცა შემოვიდა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, ამ წუთებში ითვლება, რომ მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მინდა აქვე ვთქვა, რომ დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. დედა მარნეულშია. ვირუსი არ დაუდასტურდა, გუშინ აღებული ტესტი უარყოფითია",- განაცხადა ტურძელაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×