რეზონანსი
26.03.2020

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსი 5 ბავშვს დაუდასტურდა.

როგორც ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა მათგანის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და არცერთ მათგანში ფილტვების ანთება დაფიქსირებული არ არის.

„საქართველოში კორონავირუსით 5 ბავშვია დღეისთვის დაინფიცირებული. საერთო რაოდენობიდან შეიძლება ჩაითვალოს, რომ 5 ბევრია, მაგრამ პედიატრიულ პაციენტებში ეს დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. საქართველოში ყველა ბავშვის მდგომარეობა მიმდინარეობს მსუბუქად, არცერთ ბავშვში ფილტვების ანთება არ დაფიქსირებულა. ამიტომ, კორონავირუსი ბავშვებში არის იშვიათი და თუ მიმდინარეობს, მიმდინარეობს მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით", - განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო მონაცემების მიხედვითაც, დღემდე ითვლება, რომ კორონავირუსით ინფიცირება ბავშვებში იშვიათია.

„პირველი მონაცემები ძირითადად ეყრდნობოდა ჩინურ კვლევებს და ჩვენი ჩინელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს. აღნიშნული იყო ძალიან მცირე გავრცელება პედიატრიულ პაციენტებში. ამის შემდეგ მეორე პარტია პუბლიკაციების იყო იტალიელი ავტორების მიერ წარმოდგენილი და დაემატა ამერიკელი კოლეგების სტატიებიც, არსად ფიქსირდება პირველი ინფორმაციის საწინააღმდეგო აზრი, ანუ, დღემდე ითვლება, რომ კორონავირუსი ისევე როგორც იყო პირველი კვლევების მიხედით, ძალიან იშვიათია პედიატრიულ ასაკში. სამი განსახვავებული წყაროა. ბავშვების ინფიცირების კუთხით, ჩინური წყარო ასახელებს 2%-ს, იტალიური კოლეგების მიერ არის 1.2 % დაფიქსირებული, ამერკელების მიერ - 5%, თუმცა ამას აჩვენებენ საერთო რაოდენობაში და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არის 1%-ს პედიატრიულ პაციენტებში",- განაცხადა ჩხაიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×