რეზონანსი
25.03.2020

„პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ „მედკაპიტალის" ექიმს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, აშშ-დან ჩამოსვლის შემდეგ სამსახურში გასვლას კლინიკის მენეჯერი აიძულებდა.

„პრაიმტაიმი" „მედკაპიტალის" მენეჯერს მედიკო ზარნაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო და ბრალდებას ვრცელი კომენტარით უპასუხა.

„მტკნარი სიცრუეა, თითქოს მე ვაიძულებდი ჩვენს ექიმს სამსახურში მოსვლას. პირიქით, ხელი შევუწვყე, რომ სახლში დარჩენილიყო და თვითიზოლაცია დაეცვა. ამას ნებისმიერი ჩვენი თანამშრომელი დაგიდასტურებთ. ვერავინ ვერ გეტყვით იმას, რომ მედიკომ აიძულა აღნიშნული თანამშრომელი სამსახურში გამოსულიყო.

ორშაბათს, როცა სამსახურში მოვიდა, ვუთხარი, ჩემი შვილი შენსავით 6 მარტს ჩამოვიდა ბაქოდან და საკუთარი სურვილით თვითიზოლაციაში ყოფნა ამჯობინა-მეთქი. ამის შემდეგ თვითონაც გამოთქვა სურვილი მოქცეულიყო თვითიზოლაციაში. მითხრა, რახან ამერიკიდან ჩამოვედი, იქნებ სადმე ანალიზი გავიკეთო კორონავირუსზეო. სწორედ ეს იყო მისი სამსახურში გამოსვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. მთელი დღის განმავლობაში ბევრ ადგილას დარეკა. ეძებდა დაწესებულებას სადაც ანალიზსს ან ტესტს გაუკეთებდნენ. მათ შორის დარეკა იმუნიზაციის ცენტრშიც. დღის ბოლოს მითხრა, ვერ დავადგინე სად შეიძლება გავიკეთო ანალიზი ან ტესტიო. მეორე დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დავრეკე და ჩემი ექიმის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. მითხრეს, რომ მაგ ტესტრს ვერავინ გააკეთებსო. თუ მისი სურვილი იქნება და თქვენ ხელს შეუწყობთ, რომ თვითიზოლაციაში მოექცეს, კარგი იქნებაო. სწორედ ამის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი შევიდა კაბინეტში, აიღო პირადი ნივთები და წავიდა სახლში. როდესაც საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთ წევრს დავუკავშირდი, მან მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ ძალიან კარგი ქენით, რომ სამსახურიდან გაუშვით თვითიზოლაციაშიო.

ჩემს კაბინეტში იყო შემოსული და თანამშრომლებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. იმ დღეს დაახლოებით 9 პაციენტი მიიღო.

შეგახსენებთ, „მედკაპიტალის" თანამშრომელს, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-დან ჩამოვიდა, კორონავირუსიდაუდასტურდა.

“პრაიმტაიმი“

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×