რეზონანსი
25.03.2020

ქართული ეკლესიის დეკანოზს კორონავირუსი დაუდგინა. ინფორმაციას ჩრდილოეთ ამრიკისა და კანადის ეპისკოპოსი საბა ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, დეკანოზის ინფიცირების წყაროდ იქცხა უცხოელი, რომელსაც სასულიერო პირთან შეხება ჰქონდა. მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეპარქიის მრევლი, ყველა ვისაც დეკანოზთან შეხება ჰქონდა უკვე ინფორმირებულია.

მისივე თქმით დეკანოზს ბოლო დროს მსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია და მას ქართველ მრევლთან შეხება არ ჰოქნია. „შეხება ჰქონდა როგორც დავადგინეთ უცხოელთან, ქართველებთან არ ჰქონია შეხება თუმცა, ჩვენ მაინც გავაფრთხილეთ მრევლი" - განუცხადა მიტროპოლიტმა „მთავარს".

ქართველი სასულიერო პირი ამერიკაში სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მისი მდგომარეობა მსუბუქია და შესაბამისად, მედიკოსებს მხოლოს იმ შემთხვევაში გადაჰყავთ კლინიკაში, როცა პაციენტს მაღალი ტემპერატუა და სუნთქვის უკმარისობა აქვს.

ცნობისათვის, დეკანოს კორომავირუსი ორი დღის წინ დაუდგინდა. ეს არის პირველი შემთხვევა როცა ქართველი სასულიერო პირი კორონავირუსით დაავდდა.

“ნიუპოსტი“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Saba   (26.03.2020)
მეუფე საბა რომ ღვთისნიერი ადამიანია, სულიერების და არა წვრილმანი კანონების მოქადაგე, მაგიტომაც არის საქართველოდან შორს, კიდევ სხვა მისნაირ ღირსეულ ადამიანების გვარად. ასეა, არ აჩერებენ წესიერ ხალხს ჩვენში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×