რეზონანსი
25.03.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, დაინფიცირებული პაციენტების შესახებ ბოლო მონაცემებზე ისაუბრა.

„არსებული სიტუაციით 10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტი, მაგრამ ყველა უარყოფითი იყო. ყველა პაციენტზე შემოსვლისთანავე ტარდება კლინიკური მონაცემები და მიღებული შედეგები ამის შემდეგ ფასდება.

არსებული სიტუაციით, გვყავს 3 მძიმე პაციენტი, გუშინდელი დადასტურებული პაციენტი მოთავსებულია ჩვენს ცენტრში და მისი მდგომარეობა სტაბილურია," - აცხადებს ეზუგბაია.

რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც სეფსისი აქვს, ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ სეფსისი არის დაავადების ერთ-ერთი პროგრესის მაჩვენებელი, ისევე როგორც პნევმონია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×