რეზონანსი
25.03.2020

ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლევან ბულისკირია დიმიტროვგრადის ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსული მედიის ცნობით, ქართველ „კანონიერ ქურდს“ სასჯელის ვადა ამოეწურა, თუმცა ფსიქიკური პრობლემების გამო ის მომდევნო ერთ თვეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებს, რის შემდეგაც დეპორტაციას გაუკეთებენ.

ბულისკირიას შეზღუდული შესაძლებლობის  მესამე ჯგუფის სტატუსი აქვს. ფსიქიკური პრობლემების მას რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განუვითარდა.

41 წლის ლევან ბულისკირიას კრიმინალურ წრეებში „ლევან გალსკის“ სახელით იცნობენ. მან „კანონიერი ქურდის“ სტატუსი 2012 წელს პირადად ასლან უსოიანისგან (დედ ჰასანი) მიიღო. „კანონიერი ქურდის“ სტატუსით სარგებლობს მისი ბიძაშვილი, ირაკლი ბულისკირიაც.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×