რეზონანსი
25.03.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში რეკომენდაციაა, 65 წელს გადაცილებული ადამიანები სახლში დარჩნენ.

ასე გამოეხმაურა პაატა იმნაძე კითხვას, რომლის თანახმადაც, სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე სამედიცინო პერსონალს სამუშაო ადგილებზე გამოცხადებას სთხოვენ.

„აქ ორგვარია მიდგომა. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რომ ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის. რეკომენდაცია ყველას ეხება ერთნაირად, გინდა ექიმი იყოს ის და გინდა სხვა პროფესიის ადამიანი. 65 წელს ზემოთ ვინც არის, მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩნენ და არ გამოვიდნენ გარეთ! მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები და უნდა ვიმუშავო", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×