რეზონანსი
25.03.2020

მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილი ქეთი დუმბაძე, მისი მეგობირის თავგადასავალას, რომელიც აშშ-ში მოხდა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი მონათხრობის მიხედვით ამერიკაში, საქართველოს მიმართ კორონავირუსთან ბრძოლაში კარგი მაგალითისთვის პატივისცემა აპლოდისმენტებით გამოხატეს

"ჩემმა მეგობარმა, ნიუ იორკში მცხოვრებმა, მიამბო: აფთიაქში შესულს ფარმაცევტმა ჩემი აქცენტის გამო ეროვნება მკითხა და როდესაც Georgia გაიგო, დადო ყველაფერი და ტაში დასცხოო, ყველა აჰყვა, ვინც რიგში იდგა და 5 წუთი ასე გაოგნებული ვიდექიო...

- რატომ არ გადაიღე-მეთქი? - ვუსაყვედურე.

- ისე დავიბენი, ვერაფერი ვერ მოვახერხე, ცრემლები კი მომდიოდა ღაპაღუპითო!

დაგვიბრუნა ამ კორონამ ქართველებს საკუთარი თავის რწმენა და ეროვნული სიამაყის  განცდა! ყველაფერი კარგად იქნება და ეს პერიოდი ბევრ რამეს და ვინმეს თავის სახელს საბოლოოდ დაარქმევს!" - წერს ქეთი დუმბაძე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×