რეზონანსი
29.02.2020

22 წლის მა­რი­ამ ოთა­ნა­ძეს ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მა აქვს. მას თირკმლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მე-5 ტერ­მი­ნა­ლუ­რი სტა­დია და­უდ­გინ­და. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა მკურ­ნა­ლო­ბის კურსს "მა­ღალ სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრ, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში“ გა­დის. მას კვი­რა­ში სამ­ჯერ, ხუთი სა­ა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­ა­ლე­ზის გა­დას­ხმა უტარ­დე­ბა. ოთა­ნა­ძე­ე­ბის ოჯახს ცოტა ხნის წინ მძი­მე ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს. გო­გო­ნას მამა ერთი კვი­რის წინ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­კა­ნოზ­მა ილია ჭიღ­ლა­ძემ გა­ავ­რცე­ლა:

"ამ კვი­რას 22 წლის მა­რი­ამ ოთა­ნა­ძის მა­მამ როინ ოთა­ნა­ძემ თავი მო­იკ­ლა იმის გამო, რომ ავად­მყო­ფი შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად არ ჰქონ­და მკურ­ნა­ლო­ბის თან­ხა - 50 000 დო­ლა­რი. ეს ხდე­ბა ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ნა­ქა­ლა­ქევ­ში. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, არ გა­შუქ­და მა­ს­მე­დი­ით.

მივ­მარ­თავ თხოვ­ნით ტე­ლე­ვი­ზი­ებს და მა­ს­მე­დი­ის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის: და­ინ­ტე­რეს­დით 22 წლის მა­რი­ა­მის ბე­დით, რად­გან ამ უპატ­რო­ნო ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო ჰქვია, ხელ­მოკ­ლე ადა­მი­ა­ნი გან­წი­რუ­ლია სიკ­ვი­ლი­სათ­ვის მა­ს­მე­დი­ის თან­დგო­მის გა­რე­შე.

მა­რი­ა­მი ახლა თბი­ლის­შია, იმ­დე­ნად ცუ­და­დაა, მა­მის დაკ­რძალ­ვა­ზეც კი ვერ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, დი­ა­ლეზ­ზეა, და­სუს­ტდა ორ­გა­ნიზ­მი და კი­დევ სხვა პრობ­ლე­მებ­მა იჩი­ნა თავი" - და­წე­რა ჭიღ­ლა­ძემ.

"ამბები" გარ­დაც­ვლი­ლის შვილს გი­ორ­გი ოთა­ნა­ძეს ესა­უბ­რა. მისი თქმით, მა­მამ მა­რი­ა­მის ტან­ჯვას ვერ გა­უძ­ლო და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა:

"ჩემს დას ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, ექი­მე­ბი ვერ იგებ­დნენ, რისი ბრა­ლი იყო მისი ავად­მყო­ფო­ბა. 2013 წელს და­უს­ვეს დი­აგ­ნო­ზი, რომ სა­თა­ვეს ყვე­ლა­ფე­რი თირკმე­ლე­ბის პრობ­ლე­მი­დან იღებ­და. შე­იქ­მნა პროგ­რა­მა ამ და­ა­ვა­დე­ბის­თვის და ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს საც­დე­ლი მე­დი­კა­მენ­ტი. მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს წა­მა­ლი პირ­ველ­მა მა­რი­ამ­მა და­ლია. ექ­ვსი თვე სვამ­და და ეს პე­რი­ო­დი კარ­გად იყო. ექ­ვსი თვის შემ­დეგ შე­უ­წყვი­ტეს. ვცდი­ლობ­დით ამ წამ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას ჩვე­ნი ძა­ლე­ბით, მაგ­რამ გა­ვი­გეთ, რომ ის სა­წარ­მო და­ხუ­რუ­ლა, სა­დაც ამ მე­დი­კა­მენტს ამ­ზა­დებ­დნენ. ამა­სო­ბა­ში თან­და­თან უა­რეს­დე­ბო­და მა­რი­ა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა. 

ვერ და­დი­ო­და თა­ვი­სი ფე­ხით, ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და. მი­ვიყ­ვა­ნეთ ექიმ­თან და აღ­მოჩ­ნდა, რომ კრე­ა­ტი­ნი ჰქონ­და არა­ნორ­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე. თუ ჯან­მრთელ ადა­მი­ანს აქვს 95, მას ჰქონ­და 8. 

სა­ჭი­როა, თირკმლის გა­და­ნერგვა. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდბ­ლო­ბით თირკმლის გა­და­ნერგვა მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა. ან მშო­ბე­ლი უნდა იყოს, ან დედ­მა­მიშ­ვი­ლი, ანაც ქმა­რი. თა­ნაც სა­ჭი­როა, რომ დო­ნორს იმა­ვე ჯგუ­ფის სის­ხლი ჰქონ­დეს, რაც - ავად­მყოფს. მა­მა­ჩე­მი იმ­თა­ვით­ვე გა­მო­ი­რი­ცხა, რად­გან სხვა ჯგუ­ფის სის­ხლი ჰქონ­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჯგუ­ფი აღ­მო­მაჩ­ნდა მეც. დე­და­ჩე­მი­სა და მა­რი­ა­მის სის­ხლის ჯგუ­ფე­ბი ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ დედა ასაკ­შია, თან არ აქვს ჯან­მრთე­ლი თირკმე­ლე­ბი და არ უნერ­გა­ვენ.

ახლა მა­რი­ა­მი სულ სახ­ლშია, ვერც ლექ­ცი­ებ­ზე და­დის და სა­ერ­თოდ მა­ღა­ზი­ა­შიც ვერ გა­დის და­მო­უ­კი­დებ­ლად.

ამ ყვე­ლა­ფერს და­ე­მა­ტა ისიც, რომ მამა გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა. გუ­შინ დავ­კრძლეთ. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, სულ ნერ­ვი­უ­ლობ­და მა­რი­ა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ჩვენ თბი­ლის­ში ვი­ყა­ვით მე და მა­რი­ა­მი, ჩემი მშობ­ლე­ბი სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­დნენ. მა­მამ მა­რი­ა­მის ტან­ჯვას ვერ გა­უძ­ლო. ვე­რაფ­რით რომ ვერ ეხ­მა­რე­ბო­და შვილს, ერთ დღე­საც ადგა, გა­ი­ხუ­რა სახ­ლის კარი და უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მტკვარ­ში ვი­პო­ვეთ დამ­ხრჩვა­ლი. რო­გორვც ჩანს, გა­დახ­ტა..." - ამ­ბობს მა­რი­ამ ოთა­ნა­ძის ძმა.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ:

თი­ბი­სი ბან­კი /TBC Bank - GE46TB7414645061100083

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი/Bank of Georgia - GE42BG0000000131130183

ლი­ბერ­თი ბან­კი/Liberty bank - GE32LB0711119671868000

მიმ­ღე­ბი მა­რი­ა­მი ოთა­ნა­ძე

სა­კონ­ტაქ­ტო პირი - 599 26-18-70 მა­რი­ა­მის ძმა( გი­ორ­გი ოთა­ნა­ძე)

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×