რეზონანსი
28.02.2020

ზვიად კუპრავა არის უშიშარი, ქვა და რკინა და ვერანაირი ცემა ვერ გააჩერებს, თუ რამე აქვს, გამოაქვეყნოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მისთვის მიუღებელ ადამიანებს ერთი მხრივ, „ტიტუშკებით", ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკური დევნით ებრძვის.

ვოლსკის თქმით, „ქართულ ოცნებას" აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს იმ პოლიტიკისგან, რომელიც ირმა ნადირაშვილის პარტიას ჰქონდა.

„ზვიად კუპრავა გამოუსადეგარია, რადგან მიტინგი აღარ არის, დღის წესრიგში სარალიძის საკითხი აღარ დგას, „კა" და კუპრავა აღარავის აღარ ახსოვს. იფიქრეს, მოდით გავლახოთ და „ქართულ ოცნებას" დავაბრალოთო. თუ რამე ჰქონდა, ახლა უფრო არ გამოაქვეყნებს? შეეშინდა, თუ რა? ზვიად კუპრავა არის უშიშარი, ქვა და რკინა და ვერანაირი ცემა და გალახვა მას ვერ გააჩერებს, თუ რამე აქვს, კეთილი ინებოს და გამოაქვეყნოს, რაზე მუშაობდა, მუშაობის რომელი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია, რომ საერთოდ რამეზე იმუშაოს? გამოდის, ამ ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებს და იმედი აქვს, რომ შეიძლება, ვინმემ დასავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ყურადღება მიაქციოს და როგორც „მთავარი არხის" ხელმძღვანელზე თავდასხმა, მონათლოს „ქართული ოცნების" აქტივობად. ამის იმედი აქვთ და ამიტომ არიან ხეპრეები", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსნებეთ, რომ გუშინ ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კაცი   (28.02.2020)
შენი დედას შევეცი მე შე დაჩუტულო ყლევ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×