რეზონანსი
28.02.2020

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა მისი თავდასხმის საქმეზე გამოკითხვაზე გლდანი - ნაძალადევის სამმართველოში მივიდა.

როგორც ზვიად კუპრავამ გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, 27 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე ორი მამაკაცი თავს დაესხა, სახეში სითხე შეასხეს, რის შემდეგ დაზიანებეი სახისა და თავის არეში ე.წ კასტეტით მიაყენეს.

კუპრავას განმარტებით, ინციდენტის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებიც ხმაურის ფონზე გარეთ გამოვიდნენ, სასწრაფოთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისივე თქმით, როგორც მეზობლები ამბობენ, თავდასხმელები გაიქცნენ.

ამასთან, ზვიად კუპრავას თქმით, ინციდენტის დროს დაკარგა მობილური ტელეფონი. კუპრავა ვარაუდობს, რომ მობილური ტელეფონის სწორედ ამ ადამიანებმა წაიღეს.

„მანქანა გავაჩერე სადარბაზოსგან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით. მანქანის კარი ჩავკეტე და ამ დროს მომიახლოვდა ორი ბიჭი. მითხრეს მხოლოდ ერთი სიტყვა - „უკაცრავად". ამ სიტყვის გაგონებაზე მოვიხედე, თვალებში შევხედე და „სპრეი" მომენტალურად შემასხეს. ამის მერე არანაირ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ჰქონია ადგილი, აბსოლუტურად ორგანიზებულად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს.

ეს იყო ჯგუფის მიერ ორგანიზებული თავდასხმა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. მათ გამოიყენეს ე.წ. სპრეი, სავარაუდოდ, „წიწაკის გაზი", რითაც მოახერხეს ჩემი დაბრმავება და მდგომარეობიდან სრულად გამოყვანა. ამის შემდეგ გააგრძელეს „კასტეტით" თავისა და სახის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა. იარები, რაც მეტყობა, „კასტეტით" მომაყენეს. ბოლოს კი თავის არეში ჩამარტყეს ღვინის ბოთლი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა ერთი საათით ადრე და მეჭირა ხელში.

ჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდა ორი ადამიანი, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი", - განაცხადა კუპრავამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
გურული GOOGLE!   (28.02.2020)
ეტყობ, რა მაგრად მოხვდა თავში!!!!!!!!

***   (28.02.2020)
ამდენ ბოდვას ჯობია თავდამსხმელები შენიანებში მოიკითხო. ბოთლი თუ ხელში გეჭირა ერთხელ მაინც როგორ ვერ მოუქნიე თავდამსხმელებს.

გვარამია   (28.02.2020)
მალადეც ბიძინა,ეს რა ჩხუბიც ცოდნია,კიდე კაი გახარიაც იქ იყო და აშველებდა თორე უარესათ გაილახებოდი.გული მწყდება მეც იქ როარ ვიყავი ცოტას მეც დაგიმატებდი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×