რეზონანსი
28.02.2020

დუშეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოპორტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
lekso kutaisi   (28.02.2020)
ra xdeba gavgijdi ar vici dzmao


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×