რეზონანსი
28.02.2020

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. კლდიაშვილის ქუჩაზე "ფორდის" მარკის ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ეზოში არსებულ სამლოცველოს დაეჯახა. როგორც მძღოლმა განაცხადა საჭე ვერ დაიმორჩილა.

შეჯახებისას დაზიანდა სამლოცველოს ღობე. საბედნიეროდ, ტროტუარზე არავინ მოძრაობდა და შესაბამისად არც არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ინფორუსთავი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×