რეზონანსი
27.02.2020

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე კორონავირუსით დაინფიცირებული იმ მოქალაქის შესახებ წერს, რომელიც საქართველოში შემოვიდა:

“საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანიდან დაინფიცირებული რომ მოდიოდა წინასწარ ვიყავით გაფრთხილებულები და საზღვარზე დახვდნენ მობილიზებულები შეფუთული ექიმები და დროული იზოლაცია განახორციელეს კარანტინში. გამოვაძვრენთ ამ ადამიანს იმედია და არ გავრცელდება დამატებით ვირუსი. საფრთხე არ ემუქრება მის ჯანმრთელობას და არც ჩვენ გვაქვს პანიკის საფუძველი.”

ნინა კობახიძე არ აკონკრეტებს ვინ შეატყობინა ქართულ მხარეს ინფიცირებულ პირზე.

აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ როცა საქართველოს მოქალაქემ გადმოკვეთა ირანისა და აზერბაიჯანის საზღვარი, მას არ ჰქონდა ვირუსის ნიშნები და არ იცოდნენ, რომ ინფიცირებული ადამიანი მოძრაობდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (28.02.2020)
ნუ გეშინიათ ხ ა ლ ხ ო! წმინდა მარიამი გვმფარველობს, ყველაფერი კ ა რ გ ა დ იქნება!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×