რეზონანსი
27.02.2020

უხანში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში ცხოვრობს, იქ არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

როგორც ნინი დავლიანიძე აცხადებს, უხანში მდგომარეობა უცვლელია, თუმცა ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.

"ახლა მთავარია, მოვისმინოთ ოფიციალური განცხადებები, დავიცვათ ჰიგიენის წესები და გავითვალსიწინოთ სხვა ადამიანებიც. ქალაქში მდგომარეობა რადიკალურად არაა განსხვავებული, ისევ იგივე სიტუაციაა, რაც აქამდე იყო.

მომატებულია მანქანების მიმოსვლა. მცირდება დაინფიცირების რაოდენობა და გარდაცვლილთა რაოდენობაც, შესაბამისაც ხალხი ცოტა იმედიანადაა განწყობილი.

რაც შეეხება დეზინფექციის წესებს, თუ გამოვიყენებთ ხელთათმანებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ შევეცდებით მოვერიდოთ სხვადასხვა ობიექტებს შევეხოთ ხელთათმანის გარეშე, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩემივე უსაფრთხოებისთვის მოვიმარაგე საკვები და სასმელი",- ამბობს ქართველი სტუდენტი „ტვ პირველთან".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×