რეზონანსი
27.02.2020

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა შეზღუდა. გადასვლა მხოლოდ მათთვის არის დაშვებული, ვინც ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა. მათი თქმით, ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რიგებია.

ე.წ. მესაზღვრეებმა უკან დააბრუნეს ბრაზილიელი ტურისტებიც, რომელთაც უთხრეს, რომ კორონავირუსის გამო კარანტინია და აფხაზეთში ვერ შეუშვებდნენ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულები ცდილობენ, უკან დაბრუნება 17:00 საათამდე მოასწრონ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ მიმოსვლა ამ დროის შემდეგ სრულად შეჩერდეს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის გარდა, ყველა ქვეყნის მოქალაქის შესვლა 7 აპრილამდე შეიზღუდა. ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა, თამაზ წახნაკიამ განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე სანიტარული კონტროლი გამკაცრდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×