რეზონანსი
27.02.2020

ახალქალაქში, კოთელიასა და ტურცხის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორისაა 4 თვის ბავშვი. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

დაშავებულები ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან დაგაყვანილები, არსებული ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×