რეზონანსი
27.02.2020

 6

წლისა და 9 თვის პატიმრობის შემდეგ ე.წ „მატროსოვოს ციხე" რუსთავის ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ყოფილმა მოადგილემ დატოვა.

ჯონი ივანიშვილი პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის იხდიდა სასჯელს. ციხიდან გამოსვლისას მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

ჯონი ივანიშვილი 2013 წელს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან და ციხის დირექტორმა ვლადიმერ კაპანაძემ შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და პატიმრებს აწამებდნენ და აშინებდნენ.

მათი უშუალო ორგანიზებითა და მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. „კორიდორები", სადაც მსჯავრდებულს ატარებდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ვლადიმერ კაპანაძეს 8-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
:(   (27.02.2020)
ჟურნალისტმა ხომ დადო ეს ინფორმაცია, ასეთი მწამებელი გამოუშვესო.ვიღაცა რომ დახვდეს და მაგრად ცემოს ეს მწამებელი იგივე ჟურნალისტი დიდი სათაურით დაწერს ხდება პოლიტიკური დევნა ყოფილი ნაციონალების.ჟურნალისტებო ნუ დააჭმევინებთ ხალხს ერთმანეთს.ცუდი სიტუაციაა ისედაც.ზიზღია გარშემო გამეფებული.ორადაა ხალხი გაყოფილი.

მედეა   (27.02.2020)
დააშავეს?-დაისაჯნენ, ამით გ ა ი წ მ ი ნ დ ნ ე ნ. აღარ არის საჭირო ციხიდან გამოსული კაცის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულზე ყურადღების გამახვილება, ნუ წავაქეზებთ ა გ რ ე ს ი ი ს კ ე ნ ტრამვირებულებს, კარგის თქმას ნუ გვირჩევნია ა ვ ი ისედაც რთულია ცხოვრება, აწეულია მგრძნობიალობა, უბრალო წაკამათებაზე მოსაკლავად იმეტებენ ერთმანეთს. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ე ბ მ ა !


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×