რეზონანსი
27.02.2020

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაწირა ხალხი, ჩვენი არაერთი მოწოდებისა, მან არ დაკეტა საზღვარი ირანთან. შედეგად, კორონავირუსი უკვე საქართველოშია, - ამის შესახებ განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გათვლა ძალიან მარტივი გახლავთ. გადაერთოს ხალხის ყურადღება რეჟიმის შეცვლიდან აქტიური საპროტესტო მიტინგებიდან და აქციებიდან სასიკვდილო ინფექციაზე. მაგრამ, ვარწმუნებ ივანიშვილის რეჟიმს, ვერანაირი ვირუსომანი მათ ვერ გადაარჩენს. ახლა მაინც, კეთილი ინებეთ დაურიგეთ მოსახლეობას პირბადეები, შეწყვიტეთ სწავლა სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

სამწუხაროა, რომ ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე გვჭირდება აქციები, მიტინგები, ბრიფინგები, რომ სასიკვდილო ვირუსი მაინც გააჩერონ. ესეც პროპორციული არჩევნები ხომ არ იყო?! ყველა ქვეყანამ, რუსეთმაც კი, საერთოდ დაკეტა საზღვარი ჩინეთთან, ირანთან, სამხრეთ კორეასთან და ყველა იმ რეგიონში, სადაც ეს ვირუსი წარმოიშვა და გავრცელდა. ჩვენი ხალხი პანიკიორი არ გახლავთ, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ეს ვირუსი ჩვეულებრივი გრიპია, სასიკვდილო შედეგები ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ გრიპში", - ამბობს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, დაფიქსირდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე, 50 წლის კაცია, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
??   (28.02.2020)
ნაციონალებთან დიდი მებრძოლი, ახლა ნაციონალების ფარი და ხმალია, ამათთვის პოლიტიკა ისაა, სადაც მეტ გამორჩენას ხედავენ

ნათელაშვილს   (28.02.2020)
სირცხვილია ბოლოს და ბოლოს შალვა.პოლიტიკოსები ისეთები ხართ თქვენგან სიმართლეც აღარ დაიჯერება!

მედეა   (27.02.2020)
შალვა ბატონო, ფრიად მჭიდრო ურთიერთობები გქონიათ რუსეთთან, ასე დაწვრილებით რომ იცით, რა ღონისძიება გაატარა მან. მედიაში აქაც საუკეთესოდ შუქდება ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები! როგორ ავლენთ ხოლმე, თქვენს მაკომპრომეტირებელ ფაქტებს, მგზნებარე "რ ე ვ ო ლ უ ც ი ო ნ ე რ ო"

Nana   (27.02.2020)
Sheni sashveli ar ikneba shen xar yvelaze pirveli virusi game ras gesizmreba is gelandeba mosildi saertod ekrans xalxs agizianeb tavi kudshi gakvs ra gagiketebia sheni kveynistvis saertod romeli kvelmokmedi she xar?

***   (27.02.2020)
ამ ქვეყნის ყველაზე დიდი საფრთხე და ვირუსი შენ ხარ შალიკო,რადგან ყველგან და ყველაფერში სწორებას რუსეთზე აკეთებ.მართლა ნაგავი ხარ.

გვარამია   (27.02.2020)
შენი ვირუსი დედას შევეცი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×