რეზონანსი
26.02.2020

საქართველოს რეგიონებში მსუბუქი პანიკაა. განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს ესაზღვრება. ეს ყველაფერი მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც ხელისუფლებამ საზღვრებთან სასწრაფო დახმარების მანქანები დააყენა და ექიმები უკვე სახმელეთო საზღვრით შემომსვლელსა და გამსვლელს ამოწმებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

მუნიციპალიტეტების პირველ პირებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაეგზავნათ ბრძანება, რომ მოაწყონ ე.წ. საკარანტინო ოთახები. მართალია, ეს ოთახები ჯერჯერობით სამედიცინო ტექნიკით არ იქნება აღჭურვილი, მაგრამ საჭროების შემთხვევაში, ყველაფერი ზუსტად ერთ დღეში მოგვარდება. რაც მთავარია, ეს ოთახები არ იქნება განთავსებული საავადმყოფოების რომელიმე ფლიგელში, არამედ იქნება ცალკე შენობებში, რომლის დაცვა და კონტროლი უფრო გამარტივდება. 

იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა გვაპარებს მოსალოდნელ საფრთხეს, ისინი ჯიუტად არ ადასტურებენ საქართველოში კორონა-ვირუსის დაფიქსირების ფაქტს. არადა, კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ ირანის ოთხ და ჩინეთის ორ მოქალაქეს, კორონა-ვირუსი უკვე დაუდგინდათ და ისინი საჩხერეში ჰყავთ გადაყვანილი. 

„საქართველო იყო მეხუთე ქვეყანა ევროპაში, სადაც შესაძლებელი გახდა კორონა-ვირუსის არსებობის დადგენა. რა თქმა უნდა, ეს ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებაა. ამიტომ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ კორონა-ვირუსის აფეთქების შემთხვევაში, საქართველო გახდება რეგიონის ცენტრი და აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან, პაციენტებს სწორედ აქ ჩამოიყვანენ გამოსაკვლევად თუ სამკურნალოდ. ხელისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინია. ფაქტია ისიც, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წინააღმდეგ, ხელისუფლება უბრალოდ ვერ წავა“, - განუცხადა "ალიას" სანდო წყარომ.

ალია

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×