რეზონანსი
26.02.2020

„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ძალიან მიკვირს ზოგადად, რატომ იწვევს ეს კითხვებს? თქვენ არ გიყვართ ქართული კერძები?- ასე ეხმიანება ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას, რომელმაც ქართული სუფრა და მრავალხმიანობა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიად განსაზღვრა.

თურნავა ამბობს, რომ ქართული სუფრა ცნობილი ფენომენია“ რის გამოც, მათ შორის, 9 მილიონი ტურისტი სტუმრობს ქვეყანას“.

„ეს არის ჩვენი კულტურის, ჩვენი ეროვნული ტრადიციის, ჩვენი თვითმყოფადობის ნაწილი და ეს არის ის რაც ხდის საქართველოს, ქართულ ღვინოსთან ერთად, ქართულ პოლიფონიასთან ერთად ერთერთ მიმზიდველ და უნიკალურ ტურისტულ ბაზრად“- ამბობს თურნავა.

ქართული სუფრა/პურობისა და ქართული მრავალხმიანობის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიად განსაზღვრის შესახებ გიორგი გახარიას 18 თებერვლის დადგენილებებში წერია, რომლებიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

“არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ქართულ მრავალხმიანობას განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“... “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“ - წერია პრემიერის დადგენილებებში, რომლებიც უკვე ამოქმედებულია.

ქართულ მრავალხმიანობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს, ხოლო ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა) - 2017 წელს მიენიჭა.

 

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (27.02.2020)
თქვენი გამკვირვებია, სომხები სხვისას ითვისებენ ყველაფერს და თქვენ თქვენი არ გინდათ დაიკანონოთ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×