რეზონანსი
26.02.2020

„დაუდგენელმა პირებმა ნეკერჩხლის ხეები გუშინ, 25 თებერვალს გამიზნულად დააზიანეს მცხეთაში, მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდებარედ“ - ინფორმაციას ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მცხეთაში, მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდებარედ. გვიან ღამით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დარგული ნეკერჩხლის ხეები დაუდგენელმა პირებმა გამიზნულად დააზიანეს, დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გადატეხილია 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე, რომლებიც 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა და გამწვანების აქციის ფარგლებში ნოემბრის დასაწყისში დაირგო.

ააიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და გამოძიება დაწყებულია ყველა იმ პირის მიმართ ვინც აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

„ჩვენს ქალაქზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა. თითოეული ჩვენგანი უნდა ცდილობდეს ქალაქის მოვლას და გალამაზებას, ამისთვის თვითეული დარგული ხე წინგადადგმული ნაბიჯია და გულდასაწყვეტია, როცა ჩვენს შორის ადამიანები ვანდალიზმს ჩადიან და თანამოქალაქეები ამაზე მკაცრად არ მიუთითებენ“- მცხეთის მუნიციპალიტეტი.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (26.02.2020)
იაპონელები დაწყებით კლასებში საგნებს არ გადიან. ორი თუ სამი წელი კულტურას ასწავლიან. მგონი ჩვენც არ გვაწყენდა.

პირველი   (26.02.2020)
ყველაზე დიდი ვანდალი და ღორი მაჟორიტარი დეპუტატი ხუინდაძე ყავს მცხეთას მაგაზე დიდ ზარალს ვერავინ მიაყენებს მაქაურობას დამიჯერეთ

პირველი   (26.02.2020)
ყველაზე დიდი ვანდალი და ღორი მაჟორიტარი დეპუტატი ხუინდაძე ყავს მცხეთას მაგაზე დიდ ზარალს ვერავინ მიაყენებს მაქაურობას დამიჯერეთ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×