რეზონანსი
26.02.2020

თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ კაპიტალური რეაბილიტაცია მეტროსადგურ ავლაბრიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდება.

"ყველამ იცის, რომ გზის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე დღეს არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, შეიცვლება განათების ბოძები და გამზირი სრულად იქნება მოწესრიგებული", - ამბობს კალაძე

მერის თქმით, მოხდება სავალი ნაწილის, ასევე ტროტუარის და დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს. მისივე თქმით, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. საავტომობილო გზის სიგრძე 1.6 კილომეტრია.

კალაძე ამბობს, რომ პროექტისთვისთბილისის მერიის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 4 200 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×