რეზონანსი
26.02.2020

 

დაუდგენელმა პირმა საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.

შემთხვევის დროს რეანიმაციაში მკურნალობის კურსს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ 49 წლამდე ასაკის მამაკაცს უტარებდნენ.

მამაკაცი ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, საავადმყოფოში ნაცემი შეიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.

ნაცემი პირი წარსულში თანასოფლელის მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი მის წარსულს, ან ცენის ფაქტს, ამ საკითხზე საავადმყოფოში ინფორმაციას არ ფლობენ.

პრაიმტაიმი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×