რეზონანსი
25.02.2020

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ დატოვა. ამის შესახებ მან მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს აცნობა და მიზეზებიც განუმარტა.

„ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის.

21 თებერვალს ვნახეთ, როგორ მოარგეთ კონკურსი ბაკალავრის დიპლომის მქონე ვახო ხუზმიაშვილს, რომლის დანიშვნაზეც წინასწარ ვიცოდით. 20 თებერვალს განვითარებული მოვლენები კი სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარს.ნმაუწყებლის ნგრევის პროცესში, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, იცით, რომ თქვენ ხართ რიგითი შემსრულებელი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და თქვენი ქმედებებისთვის პასუხისგება მოგიწევთ", - წერს ნინო ხოზრევანიძე განცხადებაში, რომელიც გიორგი კოხრეიძეს გაუგზავნა და სთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მედეა   (26.02.2020)
ჟურნალისტების გულისტკივილს ვერ გაიგებთო---მოქალაქეების გულისტკივილს ს წ ო რ ა დ ასახავთ დღევანდელ ეკრანებზე მოჭიკჭიკე ჟურნალისტები? ჩართავ ერთ არხზე-ელენე ხოშტარიაა, გადართავ მეორეზე, გიგა ბოკერია-მესამეზე რომან გოცირიძე,კაკო ბობოხიძე, გუბაზ სანიკიძე, დათო ჭიჭინაძე---მ ო კ ლ ე დ 15-20 მოყელყელავე მამალი ნაცები გამოგყავთ სულ საჩვენებლად, ცუდ, გულისმომკვლელ(რადგან მწარე გამოცდილება გვაქვს) --ჩამოგდება, დამხობაზე-ინფორმაციებს სანთლით დაეძებთ, კ ა რ გ ინფორმაციას არ წყალობთ, მუდმივ უარყოფით ა უ რ ა ს აფრქვევთ --და გ ი ხ ა რ ი ა თ! ნინო ჯანგირაშვილი გუშინ აჭარის ჟურნალისტს ამხნევებდა---მიდი-მოვდივარ, "ოცნება" მივჭირხვნოთო! თქვენ გმირები ხართო(?!) ჯანგირაშვილი რომ გაქებს--ესეიგი ცუდი ამბების მქადაგებელი ყოფილხარ, ბ ი ძ ი ნ ა ივანიშვილის მ ტ რ ო ბ ი თ გაძეძგილი!

სიმართლეს   (25.02.2020)
სიმართლე ხარ თუ ტროლი უბედურება ის არის რომ სამართალს ვერ იპოვი სასამართლო კი ბუტაფორიაა. სანამ საკუთარ ტყავზე არ გამოცდი მანამდე ვერ გაიგებ ჟურნალისტების გულისტკივილს.

სიმართლე   (25.02.2020)
რა უბედურებაა ახლა ჟურნალისტებიც იმუქრებიან.თუ რაიმე უკანონობა ხდება მიმართეთ სასამართლოს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×