რეზონანსი
25.02.2020

17 თებერვალს გუდაურში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა - დაიღუპა 28 წლის თამაზ გორთამაშვილი, მას სამი ტყვია ესროლეს; მძიმედ დაჭრეს მისი მეგობარი, 26 წლის დავით სეთურიძე, რომელსაც მცხეთის საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამავე კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილიც. 38 წლის ყოფილ სამხედროს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.

მეზობლების თქმით, მერაბ კობიაშვილი უკონფლიქტო ადამიანია. სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ტურისტებს ემსახურებოდა. ერთი ვერსიით, მას ბარის თანამშრომლებთან ტურისტების გამო მოუხდა კონფლიქტი - ბარის თანამშრომლებს შენიშვნა მისცა, რატომ ახდევინებთ ძვირსო და ეს გახდა ჩხუბის მიზეზი, თუმცა ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ მოკლულის მეგობრები. ისინი სოციალურ ქსელში ატეხილმა ხმაურმა და მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ გაანაწყენა. 

"მკვლელის გამართლება უნდათ. ამას ვერ შევეგუებით. რატომ არ ავრცელებენ მთელ ფირს, რატომ არავის აინტერესებს, რა ხდებოდა მანამდე? რატომ სცემდნენ? თაზოს ღირსება უკვე შეილახა - დამნაშავედ გამოიყვანეს ადამიანი, რომელიც მხოლოდ აშველებდა, შეიარაღებულ დამნაშავეს ხელში ჩაუვარდა და სთხოვდა, არ ესროლა იმ ბიჭისთვის, ამ დროს კი მან თაზოს ესროლა.

ამ ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე კობიაშვილმა სასტიკად სცემა 19 წლის ახალგაზრდას. ის ბიჭი კლინიკაშიც იწვა. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, კობიაშვილმა ეს დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც ორი ახალგაზრდა დაჭრა სასიკვდილოდ. მოკვლა რომ ნდომოდათ, იქვე არ იყო თავად ბრალდებულის იარაღი?

ინციდენტი 2 კვირით ადრეც მომხდარა. ნასვამმა კობიაშვილმა უფასოდ მოსთხოვა ბარმენს სასმელი, ახალგაზრდამ კი უარი უთხრა და ჩხუბიც გაიმართა", - განუცხადა "კვირის პალიტრას" თამაზ გორთამაშვილის მეგობარმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
მარი   (25.02.2020)
აბა რას იტყვით,ვიდეოშიც არ ჩანს ყველაფერი...განზრახ მკვლელობა რომ ნდომოდა იარაღს მანქანაში კი არ დატოვებდა...ილაპარაკეთ ახლა ტყუილები,თუ არა პირველად ამბობთ ტყუილებს და ვითომ იჯერებთ ....

დავითბ   (25.02.2020)
გაზეთი კიარა ჭორბიურო ხართ!!!!!

777   (25.02.2020)
რაღაც ასე მგონია რომ ტყუილს ამბობთ თავის დაძვრენის მიზნით!!

hm   (25.02.2020)
სინდისი გაწყვეტილი გაქვთ ტქვენ? ენა მაინც ჩაიგდეტ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×