რეზონანსი
24.02.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა, მეტ საფრთხეს თეირანი წარმოადგენდეს. როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ვირუსთან საბრძოლველად მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია.

„საქართველოში გვქონდა 24 შესაძლო შემთხვევა, მათი ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ახალი კორონავირუსი არ დადასტურდა, მაგრამ ჩვენთან მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს თეირანი", - განაცხადა გამყრელიძემ.

იგი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, აუცილებელი საჭიროების გარდა, ჩინეთში და იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს. ამირან გამყრელიძემ ასევე მედიას სთხოვა, კორონავირუსთან დაკავშირებით ნუ გამოიყენებენ ტერმინს "მკვლელი ვირუსი".

მისი განმარტებით,საქართველოში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია, თუმცა პრეცენციული ზომები მაინც იზრდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ამის გაკეთება აუცილებელია   (24.02.2020)
საქართველოში ჩამოსულმა ყველა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ვიზიტამდე ორი კვირით ადრე კორონავირუსზე ჩატარებული გამოკვლევის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა.ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ვირუსის შემოტანის ისკს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×